გიორგი გახარიაზე თავდასხმა

მეზვრიშვილი: მამუკა მდინარაძეს გადაეცით - ფრთხილად, არ მოსრიალდეს

მამუკა მდინარაძეს გადაეცით ფრთხილად, არ მოსრიალდეს. პროკურატურასთან მისი კანტორის სავარაუდო კორუფციულ საპროცესო გარიგებებზე არ გახდეს გამოძიება დასაწყები.

წერს პარტია საქართველოსთვის გენერალური თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.

ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ გიორგი გახარიაზე თავდასხმის შესახებ თქვა, რომ ფიზიკური ძალადობა თავად ყოფილმა პრემიერმა დაიწყო.

მდინარაძის თქმით, "გახარია უნდა დაფიქრდეს იმაზე, ხომ არ აქვს ადგილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მცდელობას, რაც საკმაოდ მძიმე მუხლია. მაგრამ ეს ჩემი ვარაუდია მხოლოდ". მისი მტკიცებით, გახარია "თავს დაესხა დიტო სამხარაძეს, ფიზიკური ძალადობა პირველი იყო მისი მხრიდან, ახლა გამოსაძიებელია მხოლოდ ის, ამას პოლიტიკური სარჩული ედო თუ არა, თუ ასე იყო - უმძიმესი მუხლია, 325-ე, თუ არ ვცდები, და ამის მცდელობას, 325-ე მუხლის ჩადენის მცდელობას ხომ არ ჰქონდა ადგილი, დიტო სამხარაძე თავად გასცემს გამოძიებას პასუხს".

კომენტარები