14 იანვარს აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიამ (SEC) ამერიკელი ბიზნესმენისა და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რადგან სამთავრობო სააგენტოს ბრალდებით, 2022 წელს მასკმა დროულად არ გააკეთა განაცხადი, რომ მან სოციალური მედია კომპანია Twitter-ის დიდი წილი შეისყიდა.
SEC-მა სარჩელი ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოში შეიტანა და მასკს ედავება, რომ მან ფასიან ქაღალდებზე ფედერალური კანონი დაარღვია, რადგან მასკმა Twitter-ის აქციების 5%-ის შესყიდვასთან დაკავშირებით განაცხადის გაკეთება 11 დღით დააგვიანა.
SEC-ის წესები ინვესტორებს ავალდებულებს, რომ 10 დღის განმავლობაში, ანუ მასკის შემთხვევაში 2022 წლის 24 მარტისთვის, გააკეთოს განაცხადი, როდესაც ისინი კომპანიის აქციების ფლობის მხრივ 5%-იან ზღვარს გადალახავენ.
სააგენტოს თქმით, არაინფორმირებული ინვესტორების ხარჯზე, მასკმა $500 მილიონის Twitter-ის აქციები იყიდა ხელოვნურად დაბალ ფასში, სანამ აღნიშნული შესყიდვის შესახებ იგი განაცხადს 2022 წლის 4 აპრილს გააკეთებდა, რა დროისთვისაც იგი Twitter-ში უკვე 9.2%-იან წილს ფლობდა. მასკის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში SEC ითხოვს, რომ მასკმა ჯარიმა გადაიხადოს და დააბრუნოს ის მოგება, რომელიც მან არ დაიმსახურა.
მასკმა Twitter $44 მილიარდად 2022 წლის ოქტომბერში შეისყიდა და სახელი X-ით შეუცვალა.
მოგვიანებით, მასკის ადვოკატმა, ალექს სპირომ SEC-ის სარჩელს მისი კლიენტის წინააღმდეგ მარეგულირებელი ორგანოების "მრავალწლიანი შევიწროების კამპანიის" კულმინაცია უწოდა.