ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

გოგიჩაიშვილი თავდასხმაზე: მრჩება შთაბეჭდილება, რომ საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა

აქ ვიყავი, პოლიციელებმა როგორ წაიყვანეს შერატონის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ არაფერი [საგამოძიებო მოქმედება] არ ჩატარებულა. 

[...] მე ვფიქრობ, რომ გაუჭირდებათ ამის [ვიდეომტკიცებულებების განადგურება] გაკეთება. ჩვენ არა მარტო ამათ მოვთხოვთ, არამედ მივწერთ შერატონის ცენტრალურ ოფისს, რომ ზეწოლა განახორციელონ აქაურ წარმომადგენლობაზე, რომ მათ ვერ შეძლონ ამის განადგურება. ეს არის ძალიან სერიოზული მტკიცებულება. ეს არის სისტემური დანაშაული, პოლიტიკური დანაშაული. ამას არავინ არავის გაუტარებს იმიტომ, რომ ყველაფერზე წამსვლელია რეჟიმი და ეს არის ბრძოლა. 

თქვა პარტია გახარია საქართველოსთვის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა. 

ბათუმში გიორგი გახარიას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. 

კომენტარები