ნიუ ჰოსპიტალსის კლინიკური დირექტორის, გიორგი კორძახიას ცნობით, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებულთაგან ერთ-ერთი პაციენტი ამჟამად ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია აპარატულ სუნთქვაზე იმყოფება.
ექიმის ინფორმაციით, 25 წლის კაცს ქალა ტვინის და გულმკერდის ტრავმა აღენიშნება.
"ჩვენს კლინიკაში მოყვანილია 3 პაციენტი, აქედან ერთი არის პედიატრიული ასაკის და 2 მოზრდილი. 2-ის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, ბავშვი უკვე ეწერება ბინაზე, მიეცემა რეკომენდაციები და დაკვირვების ქვეშ გაეწერება. ერთმა პაციენტმა ღამის საათებში დატოვა კლინიკა, რადგან მსუბუქი დაზიანება ჰქონდა. კლინიკაში ახლა რჩება 25 წლის მამაკაცი, რომლის დაზიანება არის საკმაოდ მძიმე - ქალა ტვინის დაზიანება და გულმკერდის დახურული ტრავმა. პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, არის აპარატულ სუნთქვაზე". - თქვა კორძახიამ.
თბილისში, ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგადადც ერთი პირი დაიღუპა, 4 დაშავებული კი კლინიკაშია გადაყვანილი.
თბილისის მერიის განცხადებით, ორთაჭალაში, კორპუსში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები კრწანისის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა.





