თბილისის მერიის განცხადებით, ორთაჭალაში, კორპუსში აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები კრწანისის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა.
"კორპუსში, სადაც 100-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, აფეთქების შედეგად კედელი და შენობის ფასადი ჩამოინგრა [...] თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ შენობის მდგრადობის კვლევა უკვე დაიწყო. ასევე, დღესვე დაიწყება დაზიანებული ფასადის დემონტაჟი და მოხდება ტერიტორიის დასუფთავება.
მოსახლეობა საკუთარ ბინებში მას შემდეგ დაბრუნდება, რაც თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის კვლევის შედეგად დადგინდება, რომ კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია". - წერია მერიის განცხადებაში.
თბილისში, ორთაჭალაში, დევნილთა დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, რის შედეგადადც ერთი პირი დაიღუპა, 4 დაშავებული კი კლინიკაშია გადაყვანილი.