ქართული ოცნება

ირაკლი (დაჩი) ბერაია ივანიშვილის იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

დაჩი ბერაია

ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა იუსტიციის სამინისტროში, ანრი ოხანაშვილმა თავის მოადგილედ ირაკლი (დაჩი) ბერაია დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ბერაია ივანიშვილის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წევრი და ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატია.

ბერაია პროფესიით ეკონომისტია. ის 2004-2016 წლებში ქართუ ბანკში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, 2016 წელს კი ქართული ოცნებიდან პარლამენტის დეპუტატი გახდა. 

ირაკლი (დაჩი) ბერაია ხალხის ძალას 2022 წელს შეუერთდა.

კომენტარები