აშშ-ს არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომავალმა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცმა ABC NEWS-თან ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ისაუბრა და განაცხადა, რომ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით მზადება მიმდინარეობს.
"შეთანხმებას ვერ მიაღწევ, თუკი რაიმე სახის ურთიერთობა ან დიალოგი არ გაქვს მეორე მხარესთან და ჩვენ აუცილებლად დავამყარებთ ამას მომდევნო თვეებში". - განაცხადა უოლცმა.
უოლცის თქმით, შეხვედრის ჩარჩოები ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა დაამატა, რომ "ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, მაგრამ მე მოველი ზარს, სულ მცირე, მომდევნო დღეებსა და კვირებში".
ABC-სთან საუბრისას უოლცმა ასევე ბრძოლის ველზე უკრაინული მხარის პრობლემები განიხილა. მისი თქმით, სანამ მოლაპარაკებები დაიწყება, ბრძოლის ველზე ვითარების სტაბილიზაციაა საჭირო.
"ვიტყოდი, რომ კიდევ ერთი რამ, რისი დანახვაც საჭირო იქნება, ბრძოლის ველზე ვითარების სტაბილიზაციაა და ერთ-ერთი რამ, რასაც უკრაინელებისგან მოვითხოვთ არის - მათ ადამიანური ძალის მხრივ პრობლემები აქვთ. მათი ჯარში გაწვევის ასაკი ახლა 26 წელია, არა - 18, მგონი, ბევრი ამას ვერ ხვდება, რომ მათ ასობით ათასი ახალი ჯარისკაცის ჩართვა შეუძლიათ". - ამბობს ტრამპის მომავალი მრჩეველი.
ამას გარდა, უოლცის აზრით, არ არის "რეალისტური" მოველოდეთ, რომ რუსეთი სრულად გავა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მათ შორის ყირიმიდან.