ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

გახარიას სანქცირება 20 ივნისის გამო აზრად არავის მოსვლია, დიფ სთეითის ფავორიტია – ოცნება

ბიძინა ივანიშვილის პარტიის პოლიტსაბჭოს გავრცელებული განცხადების მიხედვით, სხვადასხვა ხელისუფლების დროს ყოფილი შს მინისტრები ვანო მერაბიშვილი და გიორგი გახარია დიფ სთეითის ფავორიტები არიან და მათი სანქცირება აზრად არავის მოსვლია. 

"ყველას გვახსოვს გლობალური ომის პარტიისა და "დიფ სთეითის“ ფავორიტების, მერაბიშვილის და გახარიას 26 მაისის და 20 ივნისის სპეცოპერაციები, რომლებიც ერთ შემთხვევაში 4 ადამიანის მკვლელობით, ხოლო მეორე შემთხვევაში - 7 ადამიანის ჯანმრთელობაზე უმძიმესი კვალის დატოვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ არც მერაბიშვილის და არც გახარიას სანქცირება აზრად არავის მოსვლია, რადგან "დიფ სთეითში“ იხელმძღვანელეს რუზველტის ცნობილი გამონათქვამით - "ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია“. ლოგიკურია, რომ ვინც "ძაღლიშვილებს“ თავს ევლება, ის გმირ პოლიციელებს ასანქცირებს.

ყველას გვახსოვს ისიც, რომ რუსეთთან 2008 წლის ომის გამჩაღებელი დიქტატორი სააკაშვილი „დიფ სთეითმა“ გმირად და დემოკრატიის შუქურად მონათლა. ლოგიკურია, რომ გლობალური ომის პარტია ომის აგენტისთვის ქებას არ იშურებს. ამ ლოგიკის გაგრძელებაა ისიც, რომ "დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის. ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს და სწორედ ამიტომ აქვს "დიფ სთეითის“ სანქციებს საქართველოში ყოველგვარი ძალა დაკარგული" - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები