ძალიან დიდი დღე იყო გუშინ, ანუ, რეალურად რისთვის იყო, ვიცი, რომ ბევრს გაინტერესებთ, რას გულისხმობს ეს სანქციები, ეგ არის მეორე ხარისხოვანი, რას გულისხმობს ეს სანქციები, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გუშინ ქართველი ხალხისთვის და რაც მთავარია, ქოცებისთვის გაცხადდა, რომ ბიძინას არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა, შესაბამისად, ის ვერც სხვებს დაიცავს, ანუ გარდა იმისა, რომ მან ვერ დაიცვა საკუთარი უახლოესი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც რეალურად მის უსაფრთხოებას იცავს და მას იცავს, მან ვერ დაიცვა ვერც საკუთარი თავი, შესაბამისად, მის გარემოცვას, მის გარშემო დალაგებულ ბიზნესებს და ა.შ., ეს ეჭვი, ჭია შეუძვრათ თავში, რომ ბიძინას არ შეუძლია საკუთარი თავის დაცვა. [...]
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად გავიგოთ, მე რომ მიხარია, იმიტომ კი არ მიხარია, რომ რაღაცა, გავიმარჯვე და გადამხტარი მგონია თავი და ასე შემდეგ. არა, მე ასე ვიცი, ძალიან მიხარია პატარა ნაბიჯებიც. ერთ-ერთ ნაბიჯად ჩათვალეთ, არც თუ პატარად, დიდი ნაბიჯია ძალიან, მაგარმ ესეც არის ერთ-ერთი ნაბიჯი და ჯერ კიდევ არის გზა, ოღონდ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ამაზე უნდა ავეგოთ, რომ ბიძინას საკუთარი თავის დაცვაც არ შეუძლია, არა თუ იმ ხალხის, ვინც... და გავაგრძელოთ მუშაობა იმ მიმართულებით, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერა, ბაზა და, პირველ რიგში, რბილი ქსოვილები ჩამოიშალოს და ეს ხალხი... ანუ, მარტო ჩამოშლა არ არის საკმარისი, რომ ჩამოიშლება, მერე ტრანსფორმიდეს ეს ხალხი ცვლილებების მხარდამჭერად. [...]