26 დეკემბერს აშშ-ის კონგრესმენმა ჯო უილსონმა სოციალურ ქსელ X-ზე ბიძინა ივანიშვილზე ორი პოსტი დაწერა, რომლებშიც ის ივანიშვილს დიქტატურის დამყარების მცდელობაში ამხელს და აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელ პასუხებზე უსვავს ხაზს.
"ტრამპმა ცხადი გახადა სად დგას ის ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებთან მიმართებით. ივანიშვილი თუ 29 დეკემბერს ქართული დემოკრატიის ნგრევის გეგმას სისრულეში მოიყვანს, უნდა მოელოდოს პასუხს, რომელიც არც კი დასიზმრებია" - წერს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი X-ზე გავრცელებულ პირველ პოსტში
"კორუმპირებულ ბიძინა ივანიშვილი, ჩინეთისა და ირანის მოყვარე და ამერიკის მოძულე, ცდილობს საქართველო დემოკრატიიდან დიქტატურად გადააქციოს. ასეთ შემთხვევაში, ამერიკა უნდა იყოს უპირველეს ყოვლისა და გავწყვიტოთ ყველა დოლარის მიწოდება" - წერს უილსონი X-ზე გავრცელებულ მეორე პოსტში