რუსეთი-აშშ

რუსეთმა ჰელსინკის კომისია "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ს ჰელსინკის კომისია, კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია (CSCE), "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადა. 

ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება

გადაწყვეტილების მიზეზად, სხვა მიზეზებთან ერთად, დასახელებულია ჰელსინკის კომისიის მიერ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისადმი მიმართვა უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ATACMS რაკეტებით დარტყმის ნებართვის მიცემის შესახებ. 

"[ჰელსინკის კომისიის] აქტივობები მიმართულია რუსეთში სოციო-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ; ამ ორგანიზაციის წევრები მასიურად ავრცელებენ მასალას, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მთავრობის საგარეო და საშინაო პოლიტიკის, სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეული სამსახურისა და იურიდიული სისტემის დისკრედიტაციას ახდენს". - წერია რუსეთის გენერალური პროკურატურის განცხადებაში. 

კომენტარები