ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ხაშურში საახალწლო ღონისძიებაზე აქციის მონაწილეები ნაცემი ადამიანების ფოტოებით მივიდნენ

კადრი ვიდეოდან / ტვ პირველი

ხაშურში საპროტესტო აქციის პარალელურად საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს. ხაშურის მოქალაქეებმა, რომლებსაც თბილისის აქციების დარბევის დროს ნაცემი და ნაწამები ადამიანების ფოტოები ეჭირათ, სცენაზე ასვლა სცადეს, თუმცა, მერიის წარმომადგენლებს მათ ამის საშუალება არ მისცეს.

"რეჟიმმა სამშობლოს სიყვარულისთვის სცემა უამრავი ადამიანი, იჭერენ და მათი ხმების ჩახშობას აპირებენ. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თითოეული თქვენგანი იმსახურებს იმაზე მეტს, ვიდრე ახლა ხართ. ინფრასტრუქტურა, სანიაღვრე არხები, კანალიზაცია განადგურებულია. უამრავი ღატაკი ადამიანია დღეს საქართველოში და ხაშურში განსაკუთრებით, ახალ წელს პურითაც რომ ვერ შეხვდებიან ". - უთხრა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ოცნების წარმომადგენლებს.

კომენტარები