რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ საჰაერო თავდასხმა მოიგერია, განადგურებულია 47 რუსული დრონი

Defense of Ukraine/X

23 დეკემბერს რუსეთმა უკრაინაზე 72 უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით განადგურებულია 47 შაჰედის ტიპის რუსული დრონი.

გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის შენაერთების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაკარგულია 25 უპილოტო საფრენი აპარატი.

საჰაერო ბრძოლა პოლტავის, სუმის, კიევის, ხმელნიცკის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, ხარკოვისა და ოდესის ოლქებში მიმდინარეობდა.

ხმელნიცკისა და კიევის ოლქებში რუსული იერიშის შედეგად დაზიანებულია რამდენიმე კერძო საწარმო და საცხოვრებელი სახლი. ამ ეტაპზე დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ არის.

ოკუპანტებმა დრონები უკრაინის მიმართულებით ორელისა და ბრიანსკის ოლქებიდან ააფრინეს.

საჰაერო იერიშის მოგერიებაში საზენიტო სარაკეტო ჯარები, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები, საჰაერო და შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები მონაწილეობდა.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები