არჩევნები 2024

ეუთო/ოდირის დასკვნამ ჩვენი შეშფოთებები დაადასტურა – ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპენ ბარტ ეიდე
Photo: Beate Oma Dahle / NTB

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტ ეიდე წერს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შეშფოთებები ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშმა დაადასტურა. მისივე თქმით, ხარვეზიანი არჩევნები დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.

"ეუთო/ოდირმა თავის საბოლოო ანგარიშში დაადასტურა ჩვენი სერიოზული შეშფოთებები საქართველოში ბოლოდროინდელ არჩევნებზე. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატია საფრთხის წინაშე დგას". - წერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპენ ბართ აიდე. 

ცნობისთვის, ეუთო/ოდირმა 2024 წლის საპარლამენტო არჩვენებზე ვრცელი დასკვნა წარადგინა, მათი განცხადებით, მას არ აქვს მანდატი, აღიაროს ან არ აღიაროს არჩევნები და წერს, რომ არჩევნების ხარისხი ამომრჩეველმა უნდა განსაჯოს.

პრესრელიზში წერია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შეზღუდული იყო "ამომრჩეველთა ნაწილის უნარი, რომ ხმა სასჯელის შიშის გარეშე მიეცა". 

პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნები ჩატარდა ამომრჩევლების ზეწოლის, საარჩევნო პროცესში მონაწილე ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯებისა და "ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ბოლო დროს მიღებული კანონის გავლენის შესახებ სერიოზული შეშფოთებების" ფონზე. 

კომენტარები