დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოს შსს-ს 5 მაღალჩინოსნის, მათ შორის, მინისტრ ვახტანგ გომელაურის დასანქცირების გამო, გაერთიანებული სამეფოს ელჩი, გარეთ უორდი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ელჩს მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა.
უწყების ცნობით, "შეხვედრაზე ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესების გამო.
მაკა ბოჭორიშვილმა განმარტა, რომ მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრობას".
გუშინ, 19 დეკემბერს, დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ძალოვანი უწყებებიდან 5 ოფიციალური პირი დაასანქცირა.
სანქცირებულთა სრული სია:
- ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი
- ალექსანდრე დარახველიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
- სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
- ზვიად ხარაზიშვილი ("ხარება") - გდდ-ს ხელმძღვანელი
- მილერი ლაგაზაური - გდდ-ს ხელმძღვანელის მოადგილე