ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 18 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.94 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.67 თეთრით. 18 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8023 ლარია, ერთი ევროსი - 2.9416 ლარი.

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.85 ლარი ღირს, 1 ევრო - 3 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.81 ლარია, ევროსი - 2.95 ლარი.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს. მიმდინარე კვირაში ლარს გამყარების ტენდენცია აქვს, თუმცა,  წინა კვირებში დოლართან და ევროსთან ჯამური გაუფასურება დაახლოებით 11-13 თეთრი იყო. 

კომენტარები