იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იტალიამ მხარი დაუჭირა ქართული ოცნების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.
მანამდე, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა რუმინეთს, იტალიას, ესპანეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს "ქართველი ხალხის მხარდაჭერისა" და სანქციების დაბლოკვისთვის.
"საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ საგარეო საქმეთა საბჭოს დისკუსიის დროს, იტალიამ კიდევ ერთხელ გამოხატა ძალადობის ნებისმიერ ფორმაზე კატეგორიული დაგმობის პოზიცია, რაც ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა. ამასთან, იტალიამ მხარი დაუჭირა კაია კალასის მიერ შეთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციების წინადადებას.
საქართველოში სიტუაციის შესახებ საგარეო საქმეთა საბჭოს დისკუსიის დროს, იტალიამ კიდევ ერთხელ კატეგორიულად დაგმო ნებისმიერი ფორმის ძალლადობა, რაც ქვეყანაში ბოლო კვირების მანძილზე მოხდა და მხარდაჭერა გამოხატა კაია კალასის შემოთავაზებულ ზომებს, მათ შორის, შემოთავაზებას სანქციებზე (რომელიც წევრ სახელმწიფოებს შორის კონსენსუსის ვერ შედგომით დაიბკოლა).
ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მხარს უჭერდა კონსენსუსს შემოთავაზებაზე, რომ შეჩერდეს დიპლომატიური ვიზების ფასილიტაციის შეთანხმება.
საბოლოოდ, იტალიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირი უნდა ქართველი ხალხის გვერდით და გამოხატა იმედი, რომ შესაძლებელია გადაიხედოს თბილისის მიერ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეაჩერეს ევროპული გზა" – წერია განცხადებაში.





