ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 17 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.43 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.68 თეთრით. 17 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8117 ლარია, ერთი ევროსი - 2.9483 ლარი.

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.85 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.01 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.82 ლარია, ევროსი - 2.96 ლარი.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს. დოლართან და ევროსთან ჯამური გაუფასურება წინა კვირებში დაახლოებით 11-13 თეთრი იყო.

კომენტარები