ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 16 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 2.88 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 2.91 თეთრით. ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.816 ლარია, ერთი ევროსი - 2.9551 ლარი. აღსანიშნავია, რომ 16 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი ბაზარზე არსებულ 43-ვე ვალუტასთან გამყარდა.

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.86 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.02 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.83 ლარია, ევროსი - 2.97 ლარი.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილის მთავრობამ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი 2028 წლის ბოლომდე შეაჩერა, ეროვნული ვალუტის კურსი მერყეობს. დოლართან და ევროსთან ჯამური გაუფასურება წინა კვირებში დაახლოებით 11-13 თეთრი იყო.

კომენტარები