პრეზიდენტის არჩევნები

უილსონი: ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება!

ჯო უილსონი
Photo: Alex Wong/Getty Images

აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს და წერს, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება. 

ამის შესახებ უილსონი X-ზე წერს

"სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება. ხოტბას ვასხამ მის სიმამაცეს, როდესაც ის არალეგიტიმური მთავრობის ეწინააღმდეგება, რომელიც ცდილობს, ქართველებს რუსეთის მარიონეტი პრეზიდენტის თავს მოახვიოს. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს!"- წერს უილსონი.

დღეს, 14 დეკემბერს, პარლამენტის შენობაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმოსნებმა ივანიშვილის პრეზიდენტი - მიხეილ ყაველაშვილი აირჩიეს

პრეზიდენტის არჩევნები ახალი წესით ჩატარდა -კანდიდატი 5 წლის ვადით საარჩევნო კოლეგიამ აირჩია, რომელიც ჯამში 300 წევრისგან იყო დაკომპლექტებული. 

კომენტარები