ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

იუკნევიჩიანე: საკვანძო მომენტია, ზურაბიშვილის ძალისხმევას სრულად ვუჭერთ მხარს

RJukneviciene

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე საქართველოში კოლეგებთან ვიზიტის ფონზე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ დელეგაცია პრეზიდენტის ძალისხმევას მხარს სრულად უჭერს. 

ამის შესახებ ის X-ზე წერს.

"ქართველი ხალხისთვის საკვანძო მომენტია. პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოს ევროპულ გზაზე დაბრუნებისკენ მიმართულ მის ძალისხმევაში სრულად ვუჭერთ მხარს". - წერს იუკნევიჩიანე X-ზე.  

მანამდე, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანემ X-ზე დაწერა, რომ ის საქართველოში კოლეგებთან ერთად ჩამოდიოდა და დეპუტატ რეინიერ ვან ლანსხოტთან ერთად ფოტო გამოაქვეყნა. 

მანამდე, თბილისში შვედი ევროპარლამენტარი გუსტაფ გოთბერგი ჩამოვიდა, რის შესახებაც მან X-ზე დაწერა. 

კომენტარები