აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 20 იანვარს მის ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი მიიწვია. აღნიშნული ინფორმაცია CBS News-მა რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.
წყაროების ცნობით, ტრამპმა სი ძინფინგს მოწვევა ნოემბერში, არჩევნებიდან მალევე, გაუგზავნა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა ჩინეთის ლიდერი აშშ-ს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრებას.
სი ძინფინგის გარდა, ტრამპის გუნდმა ინაუგურაციაზე სხვა ქვეყნების ლიდერების, მათ შორის, უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანის, მიწვევის საკითხიც წამოწიეს, თუმცა, ორბანის გეგმებში გარკვეული წყაროების ცნობით, იგი "ჯერ კიდევ განიხილავს" დასწრებას.
ტრამპმა საკუთარი მომავალი ადმინისტრაციის მნიშვნელოვან თანამდებობებზე ისეთი პირები დაასახელა, რომლებიც ჩინეთის მკაფიო კრიტიკოსები არიან, მათ შორის, სენატორი მარკო რუბიო, რომელიც ტრამპმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარადგინა და მისი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი.
ტრამპს ასევე ნათქვამი აქვს, რომ იგი დამატებით 10%-იან ტარიფს დააწესებს ჩინურ პროდუქციაზე, თუკი ჩინეთი მეტ ძალისხმევას არ ჩადებს აშშ-ში ფენტანილის კონტრაბანდის აღკვეთის მხრივ.