ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე წერს, რომ ის საქართველოში კოლეგებთან ერთად ჩამოდის და დეპუტატ რეინიერ ვან ლანსხოტთან ერთად ფოტოს აქვეყნებს.
ამის შესახებ იუკნევიჩიანე X-ზე წერს.
"თბილისისკენ გზაში ვარ ევროპარლამენტარ კოლეგებთან ერთად, რათა ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველების მიმართ სოლიდარობა გამოვხატო!
დღის წესრიგშია: შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან". - წერს იუკნევიჩიანე.
მანამდე, თბილისში შვედი ევროპარლამენტარი გუსტაფ გოთბერგი ჩამოვიდა, რის შესახებაც მან X-ზე დაწერა.
"ახლახან ჩამოვედი თბილისში, რათა ქართველი ხალხის, მათი ევროპული მისწრაფებებისა და ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციების მხარდაჭერა გამოვხატო. ქართული ოცნების მხრიდან ძალადობრივი ჩახშობა მიუღებელია. საქართველო ევროპაა და ევროპა საქართველოა. ვერცერთი ოლიგარქი ვერ შეცვლის ამ არსებით ფაქტს". - წერს გოთბერგი.





