მე არ ვფიქრობ, რომ ეს იყო ჟურნალისტებზე ტიტუშკების თავდასხმა, ეს იყო სახელმწიფოს თავდასხმა კრიტიკულ მედიაზე და ამაზე არსებობს არაერთი მტკიცებულება. ადამიანების ჯგუფი, რომელსაც ჰყავდა მეთაური, რომელიც გადაადგილდებოდა ბესიკისა და ზუბალაშვილების მიმდებარე ტერიტორიაზე, ეს ჯგუფი თავდაპირველად შევარდა, ბესიკის ნომერ 4-ში მდებარე ბიზნეს ცენტრში, სადაც პარტია ახალის ოფისია და იქ დაარბია ადამიანები
ამ თავდასხმის მომენტში იქ იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი - პირდაპირ ეთერში კადრს ვაჩვენებდი და ამ თავდასხმის შემდეგ იქ შსს-ს მინისტრს გაეგზავნა კრიმინალური პოლიცია, ან კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელს, თეიმურაზ კუპატაძეს დაეწყო საგამოძიებო მოქმედებები იმიტომ, რომ იქ უკვე ერთი დანაშაული იყო მომხდარი, მათ საპატრულო პოლიციაც კი ჩახსნეს ადგილიდან და გაიყვანეს ტერიტორიიდან, რომ სრული მოქმედების თავისუფლება მიენიჭებინათ იმ რაზმისთვის, რომელიც ადამიანებს არბევდა და სასიკვდილოდ სწირავდა. ჩვენი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე რუსთაველზე აშუქებდა აქციას, რამდენიმე ჩართვა რომ გააკეთა მაკამ, ამის მერე გადაინაცვლა ქაშვეთის მიმდებარედ, სადაც პარლამენტის ბიბლიოთეკის მიმდებარედ ადამიანებს დასდევდნენ და სცემდნენ, ჩვენ გადავუღეთ ორი ადამიანი, ვისაც ჰქონდა დაზიანებები, მესამემ გაქცევა მოახერხა. ამის შემდეგ, ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ იდენტური სიტუაცია იყო ბესიკის ქუჩაზე, სადაც მაკამ გადაინაცვლა. ბესიკის ქუჩა, როდესაც აიარა და შეუხვია სასამართლოსკენ იქ გამოჩნდა ეს რაზმი - ყველაფერი პირდაპირ ეთერში იყო, თავიდან ბოლომდე და ეს ადამიანები უკვე წამოვიდნენ მაკა ჩიხლაძეზე თავდასასხმელად.
მათ ჰქონდათ ინფორმაცია. სულ პირველად ეს რაზმი გადაიღო მაკა ჩიხლაძემ, პირდაპირ ეთერში გვქონდა, ვაჩვენებთ კადრები, რომელი ადამიანები იყვნენ ესენი, როდესაც გაიქცნენ. ამის შემდეგ მეორე ადგილას დააფიქსირა მაკამ ეს ადამიანები და ისინი გადმოვიდნენ პირდაპირ შეტევაზე. იქ რომ ყოფილიყო პოლიცია, რომელიც მოხსნა შს მინისტრმა მანამდე არსებული თავდასხმის შემდეგ, ანუ ხელ-ფეხი გაუხსნა თავდამსხმელებს, რომლებიც ჩვენი ღრმა რწმენით არიან ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ბანდის წარმომადგენლები. იქ რომ ყოფილიყო პოლიცია, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდებოდა.





