საქართველო-რუსეთი

რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენელი ქართულ ოცნებას უკრაინის სანქციებისგან იცავს

ვლადიმირ როგოვი

რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წარმომადგენელი სუვერენიტეტის საკითხებში, ე.წ. ახალი რეგიონების ინტეგრაციის საკოორდინაციო საბჭოს თანათავმჯდომარე, ვლადიმირ როგოვი ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის დაწესებულ სანქციებს გამოეხმაურა.

როგოვის მტკიცებით, ზელენსკის სანქციები არა ქართული ოცნების წევრების, არამედ საქართველოს წინააღმდეგაა დაწესებული. ის ასევე ირწმუნება, რომ საქართველოში 26 ოქტომბერს არჩევნები სამართლიანად ჩატარდა.

"ზელენსკის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესება არის ველურობა, აბსურდი და სისულელე. ადამიანი, რომელიც არ ატარებს არჩევნებს საკუთარ ქვეყანაში და არის უზურპატორი, სანქციებს უწესებს ქვეყანას, რომელშიც არჩევნები სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა." - თქვა როგოვმა.

ივანიშვილი, კალაძე, წულუკიანი – უკრაინამ ოცნების რეჟიმს სანქციები დაუწესა

კომენტარები