საქართველოს პარლამენტი

პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ყვითლით შეიცვალა

პარლამენტში 28 ნოემბერს გამოცხადებული უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და 6 დეკემბრიდან ყვითელი დონე იმოქმედებს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უსაფრთხოების ყვითელი დონე "მის გაუქმებამდე" იმოქმედებს.

ონლაინმედიის წარმომადგენლებს პარლამენტში არც 6 დეკემბერს შეუშვებენ.

"28 ნოემბერს გამოცხადებული უსაფრთხოების წითელი დონე გაუქმდა და 6 დეკემბრიდან მის გაუქმებამდე მოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ერთი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე". - წერია განცხადებაში.

კომენტარები