ჩვენი მხრიდან არ იქნება ხვეწნა-მუდარა, ეროვნული თავმოყვარეობის ამბავია. თან შენ უნდა ეხვეწო, თან იმან თითი უნდა გიქნიოს, რომ ახლა არ ვხსნი და ყველა ჯერზე წელიწადში ორჯერ მინიმუმ, ახლა დეკემბერში, გაისად გაზაფხულზე, შემდეგ წელს შემოდგომაზე, ყველა ჯერზე ექნებათ ქვეყნის ამოტრიალების და ხელისუფლების გადაგდების მცდელობა. ყველა გაზაფხულზე და შემოდგომაზე უნდა იყოს ამ ქვეყანაში ტურბულენტობა. [...]
მომდევნო 4 წელი, 16 დეკემბრიდან დაწყებული, ამ საკითხს ვეღარავინ დაუბრუნდება იმიტომ, რომ გაირკვევა სიმართლე და ერთხელ და სამუდამოდ, ცოტა გავიჭირვოთ ახლა, გავარკვიოთ ეს სიმართლე, უარს კი არ ვამბობთ.
ჩვენ არ შევალთ წინადადებით, ინიციატივით. თუ ვინმეს რამე უნდა, ადგნენ ახლა და მოსთხოვონ ევროკავშირის ელჩს, რომელმაც, სამწუხაროდ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, რადიკალური ოპოზიციის აგენტურის კვალდაკვალ, რომ გახსნას მოლაპარაკებები.