რუსეთ-უკრაინის 2022-25 წლის ომი

უკრაინამ რუსულ ნავთობბაზაზე იერიში მიტანა

ნავთობბაზა როსტოვში
Pravda.ua

უკრაინამ 29 ნოემბრის ღამეს როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანა.

ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბი ავრცელებს:

"იერიში მივიტანეთ რუსეთის ფედერაციაში, როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზა ატალასზე. თავდასხმის შედეგად ნავთობბაზის ტერიტორიაზე, მინიმუმ 2 ადგილას გაჩნდა ხანძარი". – წერია შეიარაღებული ძალების ანგარიშში. 

გარდა ამისა, საჰაერო იერიშის შედეგად უკრაინელებმა საზენიტო სარაკეტო კომპლექსი Бук-М3 გაანადგურეს.

გაერთიანებული შტაბის მიერ დაგეგმილ იერიშის მონაწილეობდნენ უპილოტო სისტემების ძალები, საგარეო დაზვერვის სამმართველო და უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეცდანაყოფები.

კომენტარები