თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი

თბილისის კინოფესტივალზე ოპერატორთა და დოკუმენტალისტთა ასოციაციები ჯილდოებს გასცემენ

2024 წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ტრადიციული პრომეთეს გარდა, კიდევ ორი ჯილდო გაიცემა.

ფესტივალის ისტორიაში პირველად დაჯილდოვდება საუკეთესო ოპერატორი. ჯილდოს საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია აწესებს. გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს, რომლის წევრები შალვა სოყურაშვილი, მიხეილ კვირიკაძე, სალომე ჯაში, ალექსანდრე კობერიძე, ნინო მხეიძე იქნებიან.

გარდა ამისა, საქართველოს დოკუმენტალისტთა ასოციაცია ფულად ჯილდოს გადასცემს საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული ფილმის ავტორს. ჯილდო ასოციაციამ პირველად 2023 გასცა.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 1 დეკემბერს ტატო კოტეტიშვილის წმინდა ელექტროენერგიით გაიხსნება.

რიგით 25-ე კინოფესტივალის ბილეთების შეძენა 28 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.

კომენტარები