რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

შოლცი: პუტინთან სატელეფონო საუბრები სასიამოვნო არ არის, მაგრამ საჭიროა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი
Michele Tantussi/Getty Images

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრები სასიამოვნო არ არის, მაგრამ საჭიროა. ამის შესახებ შოლცი ZDF-ს ესაუბრა.

შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარსულშიც, 2022 წლის ბოლომდე არაერთხელ ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონით.

"ეს არასდროს ყოფილა სასიამოვნო საუბრები. ამჯერადაც არ იყო სასიამოვნო, მაგრამ საუბარი საჭიროა, იმისთვის რომ მოისმინო". - თქვა შოლცმა.

ამასთან, შოლცის თქმით, ბოლო სატელეფონო საუბრის დორს პუტინმა კვლავ გაიმეორა "ყველა თავისი არგუმენტი" და მისთვის მნიშვნელოვანი იყო საკუთარი არგუმენტის გამეორებაც რუსეთის პრეზიდენტისთვის.

"კერძოდ: ბატონო პუტინ, ნუ მოელით, რომ შევამცირებთ ჩვენს მხარდაჭერას. თქვენ უნდა იპოვოთ გამოსავალი ამ ომიდან. თქვენ უნდა შეწყვიტოთ თქვენი შეტევები და გაიყვანოთ თქვენი ჯარები". - თქვა შოლცმა.

15 ნოემბერს ოლაფ შოლცი, 2022 წლის შემდეგ პირველად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.

კომენტარები