რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის რატიფიცირებას ხელი მოაწერა. შესაბამისი ე.წ. ხელშეკრულება რუსეთის სამართლებრივი აქტების ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
როგორც რუსული გამოცემები წერენ, თანდართულ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ "შეთანხმება" რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
დოკუმენტი ასევე ადგენს ოკუპირებული ცხინვალისთვის სამხედრო პროდუქციის მიწოდების პროცედურასაც.
"თითოეული მხარე სხვა ქვეყანას სამხედრო პროდუქციას მიაწვდის იმავე მახასიათებლებითა და კონფიგურაციით, როგორც საკუთარ შეიარაღებულ ძალებს". - ე.წ. ხელშეკრულებაზე დაყრდნობით, წერს რუსული გამოცემა Интерфакс.
კანონი "შეთანხმების" რატიფიცირების შესახებ რუსეთის ფედერალურმა საბჭომ მიმდინარე წლის 19 ნოემბერს დაამტკიცა. ოკუპირებულმა ცხინვალში შესაბამის დოკუმენტს ხელი გასული წლის 23 აგვისტოს მოაწერეს.