რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მედვედევი: ალიანსის რაკეტების ასე გამოყენება, შესაძლოა, NATO-ს რუსეთზე თავდასხმად შეფასდეს

ალიანსის რაკეტების ასეთი [რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში] გამოყენება, შესაძლოა, შეფასდეს, როგორც NATO-ს წევრი ქვეყნის მიერ რუსეთზე თავდასხმა. ასეთ შემთხვევაში, საპასუხო დარტყმების უფლება ჩნდება, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებით კიევისა და NATO-ს მნიშვნელოვან ობიექტებზე, სადაც არ უნდა მდებარეობდნენ. ეს კი უკვე მესამე მსოფლიო ომია. შეიძლება, მოხუცმა ბაიდენმა მართლაც გადაწყვიტა ლამაზად დაეტოვებინა ეს ცხოვრება, თან გაეყოლებინა კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილი

წერს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევი საკუთარ ტელეგრამ-არხზე.

კომენტარები