19 ნოემბერს რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 87 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანა იერიში.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 51 რუსული დრონი გაანადგურა.
გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად 30 უპილოტო საფრენი აპარატი ლოკაციურად დაიკარგა.
საჰაერო ბრძოლა ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიევის, პოლტავის, ჟიტომირის, სუმის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებში მიმდინარეობდა.
იერიშის მოგერიებაში მონაწილეობდა ავიაცია, საზენიტო სარაკეტო ჯარები, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები, უკრაინის საჰაერო და შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.





