რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ ბრიანსკში იარაღის არსენალზე მიიტანა იერიში

Pravda.ua

უკრაინამ ბრიანსკის ოლქში, ქალაქ კარაჩევში მდებარე იარაღის არსენალზე იერიში მიიტანა.

"ბრიანსკის ოლქში იერიში მივიტანეთ რუსეთის ფედერაციის 67-ე არსენალზე. იქ იყო საარტილერიო ჭურვები, მათ შორის ჩრდილოეთკორეული სისტემები, საზენიტო რაკეტები და სხვა იარაღი". – წერს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ხელმძღვანელი ანდრეი კოვალენკო.

იერიშის ამსახველი ვიდეომასალა ვრცელდება რუსულ Telegram არხებზე.

ამ მომენტისთვის უცნობია უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რა ტიპის იარაღით მიიტანა იერიში იარაღის საწყობზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 19 ნოემბრის დილას, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბრიანსკის ოლქში 12 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.

კომენტარები