გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ის (FAZ) ცნობით, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ჩინეთმა რუსეთს იარაღი უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად პირველად გაუგზავნა, რის გამოც ევროკავშირი ჩინეთის სანქცირებას გეგმავს.
როგორც სამმა წყარომ FAZ-ს დაუდასტურა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის წევრ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შესაბამისი სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვებული ინფორმაციას ორშაბათს, 18 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე წარუდგენს და მათთან ერთად სანქციებზე იმსჯელებს.
ბორელის თქმით, მის ხელთ არსებული მტკიცებულებები "დამაჯერებელია" და ჩინეთის მიერ რუსეთისთვის "ლეტალური იარაღის მიწოდებას" ადასტურებს.
"ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს ხელთ არსებულ ყოველ ბერკეტს [ჩინეთის წინააღმდეგ]. თუმცა ასევე აუცილებელია, რომ ჩინეთს პირდაპირ და ცხადად ვუთხრათ: თქვენ ყოველთვის ამბობდით, რომ ნეიტრალურობა გსურდათ - თქვენ არ ხართ ნეიტრალურები. თქვენ მხეცს კვებავთ". - FAZ-ის ცნობით, თქვა ბორელმა.
წყაროებს, რომლებიც გამოცემას აღნიშნული მტკიცებულებების შესახებ ესაუბრნენ, დეტალები არ დაუკონკრეტებიათ. თუმცა, ბორელმა ინფორმაციული სააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებულ "ძალიან სერიოზულ" ცნობებზე მიანიშნა.
Reuters-ის მიერ სექტემბრის ბოლოს გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა იარაღის კომპანია