ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წარმატებული ადამიანია. რა თქმა უნდა, ის დაბადებულია მებრძოლად, უყვარს ბრძოლა და უპირველეს ყოვლისა, არ უყვარს წაგება – ის არის გამარჯვებული, რაც ასევე აჩვენა აშშ-ს ბოლო არჩევნებმა.
ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პატივს სცემს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულს. მას ამისთვის არაერთხელ გაუსვამს ხაზი. თავადაც არაერთხელ მომისმენია, მისი სიტყვები NATO-ს ფორუმზე, როდესაც მან თქვა, რომ ყველა ეს ხარჯი, რომელიც აშშ-მ გაიღო, არის ფული, რომელიც აშშ-ს ბიუჯეტში გადასახადების გადამხდელთა შეტანილია – მისი ვალია, რომ ამ ფულს პატივი სცეს.
თუ ამას გავითვალისწინებთ და თუ გავითვალისწინებთ, უკვე რამხელა ინვესტიცია აშშ-მ უკრაინის დასახმარებლად, რამდენად დიდი თანხები გადაირიცხა სხვადასხვა სახის სამხედრო აღჭურვილობით, ფინანსური დახმარებით, რათა უკრაინა გადარჩეს და დაიცვას თავი, მაშინ ჩემი დასკვნები ნათელია – ვერ წარმომიდგენია, რომ ტრამპი საშუალებას მისცემს რუსეთს, გაანადგუროს უკრაინა. ვერ წარმომიდგენია, რომ ის ნებას მისცემს რუსეთს, დაანგრიოს უკრაინა – ქვეყანა, რომელშიც აშშ-მ, ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა ასეთი დიდი თანხები ჩადო. ეს არის პატივისცემის საკითხი ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფულის მიმართ, ასევე აშშ-ს ჩართულობის საკითხი და იმის საკითხი, რომ აშშ არ დამარცხდეს.