არჩევნები 2024

ჯაფარიძე: მივაწოდე ინფორმაცია კონკრეტულ დარღვევებზე, არსებობს კადრები, გამოძიება ჩაატარონ

კონკრეტული დარღვევები მდგომარეობდა იმაში, რომ იყო უამრავი შეკრებილი საარჩევნო უბნის წინ. რომლებიც იქ იყვნენ ამომრჩეველზე ზემოქმედების მიზნით. ასევე, მივაწოდე ინფორმაცია, როცა ვადაგასული პასპორტით ხდებოდა ხმის მიცემა და იქ ვიყავი მეც, შევესწარი ამ მოვლენას. უბრალოდ უბნის გარეთ ვიმყოფებოდი. ამავდროულად, მივაწოდე ინფორმაცია, როცა უბნიდან გამოაძევეს უბნიდან და მან თქვა, რომ ხელით შეეხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მერე იქ მოვიდნენ საჯარო სამსახურის წარმომადგენლები. ეს შეუძლია ხვალვე, გამოძიებამ ის ადამიანი ამოიცნოს, იდენტიფიცირება მოახდინოს. არსებობს კადრები და გამოძიება ჩაატარონ. 

თქვა ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ. ჯაფარიძე არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

კომენტარები