რუსეთი

კინოსტუდია Мосфильм-მა რუსეთის ჯარს ტანკები და სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა გადასცა

მოსფილმის (Мосфильм) გენერალური დირექტორის, კარენ შახნაზაროვის თქმით, კინოსტუდიამ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ტანკები, ქვეითი საბრძოლო მანქანები და ტრაქტორები გადასცა.

2023 წელს კინოსტუდიამ რუსეთის ჯარს 28 T-55 ტიპის ტანკი, 8 PT-76 ტიპის ტანკი, 6 ქვეითი საბრძოლო მანქანა და 8 სამხედრო ტრაქტორი გადასცა. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ამასთან დაკავშირებით კინოსტუდიის გენერალურმა დირექტორმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე ისაუბრა.

შახნაზაროვის თქმით, ეს ტექნიკა სტუდიის სამხედრო-ტექნიკურ ბაზაზე ინახებოდა.

"მე გავიგე, რომ არსებობდა ამის საჭიროება, დავუკავშირდი თავდაცვის სამინისტროს და შემდეგ მათ ეს მანქანები წაიყვანეს".- თქვა კინოსტუდიის დირექტორმა.

Мосфильм-ის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ კინოსტუდია ფლობს სამხედრო ტექნიკას, რომელსაც რეკვიზიტებად იყენებენ, მათ შორის, 190-ზე მეტ სხვადასხვა სახის ჯავშანტექნიკას, თვითმავალი საარტილერიო დანადგარს და ჯავშანტრანსპორტიორს.

კომენტარები