არჩევნები 2024

პარტიების სიების რეგისტრაციის გაუქმებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს – სანტურიანი

ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სანტურიანის თქმით, ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში მყოფი კანდიდატების რეგისტრაციის გაუქმება კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის არც პარტიების და არც ინდივიდუალური განცხადებებით მიმართვის შემთხვევაში.

"მოქმედი კანონმდებლობა ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს. არ ითვალისწინებს როგორც პარტიების მომართვის შემთხვევაში, ასევე პირადი განცხადებების შემთხვევაში და სხვაგვარი რეგულირება საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული არ არის". - თქვა სანტურიანმა.

კოალიციებმა, ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ და ცვლილებისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიების გაუქმებისთვის დღეს, 12 ნოემბერს მიმართა.

კომენტარები