რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 46 რუსული დრონი გაანადგურა

Pravda.ua

რუსეთმა უკრაინაზე 110 უპილოტო საფრენი აპარატით მასიური იერიში მიიტანა

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 46 დრონი გაანადგურა. გარდა ამისა, რადიო ელექტრო ბრძოლის შედეგად 60 უპილოტო საფრენი აპარატი ლოკაციურად დაიკარგა. 2 დრონი ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა.

12 ნოემბრის ღამეს საჰაერო ბრძოლა კიევის, ჟიტომირის, პოლტავის, სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, ზაპოროჟიეს, ჩერნიგოვის, დნეპროპეტროვსკისა და ნიკოლაევის ოლქებში მიმდინარეობდა.

საჰაერო იერიშის მოგერიებაში საზენიტო სარაკეტო ჯარები, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები, უკრაინის საჰაერო და შეიარაღებული ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები მონაწილეობდა.

გარდა ამისა, რუსეთმა ბელგოროდიდან С-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტით ხარკოვზე იერიში მიიტანა. კურსკის ოლქიდან ნასროლი 2 საავიაციო მართვადი რაკეტა ჩერნიგოვში ჩამოვარდა.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები