რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი ათი ათასობით ჯარისკაცით ცდილობს, კურსკში პოზიციები დაგვატოვებინოს – სირსკი

ოლექსანდრ სირსკი
Unian

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური, ოლექსანდრ სირსკი წერსრომ რუსეთს კურსკში ათი ათასობით ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული, რათა უკრაინას პოზიციები დაატოვებინოს და მის კონტროლირებულ ტერიტორიებში შეიჭრას. 

ამის შესახებ სირსკი თავის Telegram-არხზე წერს.

"რომ არა ჩვენი მებრძოლების სიმტკიცე, ეს ათი ათასობით მტერი საუკეთესო რუსული მოიერიშე ერთეულებიდან იერიშს მიიტანდა პოკროვსკის, კურახივსა ანდა ტორეცკის მიმართულებით ჩვენს პოზიციებზე, რაც ფრონტზე ვითარებას მნიშვნელოვნად გააუარესებდა

ახლა ისინი, ასრულებენ რა თავიანთი სამხედრო მეთაურების ბრძანებებს, ცდილობენ, ჩვენი სამხედროებს პოზიციები დაატოვებინონ და ჩვენს კონტროლირებულ ტერიტორიებში ღრმად შეიჭრნენ.

ჩვენი ამოცანა ამ მიმართულებით არის, მტრის მიწაზე მისი შეკავება და განადგურება". - წერს სირსკი.

მანამდე, New York Times თავის წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რუსეთმა კურსკის ტერიტორიის დასაბრუნებლად და უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე იერიშის მისატანად 50 000 ჯარისკაცი შეკრიბა, რომელთა შორის ჩრდილოეთკორეელი სამხედროებიც არიან.

23 ოქტომბერსაშშ- პირველად განაცხადა, რომ რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვთამას გარდა, სამხრეთ კორეის პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ დაახლოებით 3 000-მდე ჯარისკაცი გაგზავნა უკრაინასთან ომში რუსეთის მხარდასაჭერად.

სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ უკრაინაში რუსეთის დასახმარებლად 12 000 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინამ კურსკის ოლქში სამხედრო მოქმედებები რუსეთისთვის მოულოდნელად აგვისტოში დაიწყო.

7 ნოემბერს სირსკიმ კურსკის სამხედრო ოპერაცია შეაჯამა და თქვა, რომ 3 თვის განმავლობაში განეიტრალებულია 20842 რუსი სამხედრო.

კომენტარები