საქართველო-ევროკავშირი

პეტი: გასაოცარია, პარლამენტის წევრი მეუბნება, "არ შეგხვდები, რადგან არ მეთანხმები"

ძალზე გულდასაწყვეტია და გვინდა ვთქვათ, რომ ევროპა არის ოჯახი, ევროკავშირი არის კონფლიქტების მართვის ინსტრუმენტი. [...] ზოგჯერ ვერ ვთანხმდებით, მაგრამ ვმუშაობთ ერთად. ჩემთვის გასაოცარია, რომ პარლამენტის წევრი მეუბნება, "არ შეგხვდები იმიტომ, რომ შენ არ მეთანხმები მე", ჩემთვის სრული უარყოფაა იმისა, თუ რას გულისხმობს დემოკრატია. ერთადერთი ადგილი, სადაც არ არის კონფლიქტი, არის სასაფლაო, მე არ მეჩქარება იქ.

თქვა საფრანგეთის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ფრედერიკ პეტიმ [სინქრონული თარგმანი].

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა.

კომენტარები