არჩევნები 2024

ბოკუჩავა: ამომრჩევლის ნების ტოტალურ კონტროლზე ჩატარებული არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი

[...] ეს არის, ფუნდამენტური პრინციპი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების, ეს ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ამდენი ხანი ვამბობდით, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი, არ იყო სამართლიანი, მოხდა არჩევნების ტოტალურად მიტაცება, რადგან ხდებოდა ამომრჩევლის ნების ტოტალური კონტროლი.

ამომრჩევლის ნების ტოტალური კონტროლის საფუძველზე ჩატარებული არჩევნები, ვერ იქნება ვერც სამართლიანი, ვერც თავისუფალი - ეს არის საფუძველი არჩევნების შედეგების გაუქმების.

ახლა სააპელაციო სასამართლოსთან, სწორედ ამ მიზნით შევიკრიბეთ, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დარჩეს ძალაში, გაუქმდეს შესაბამისი უბნების შედეგები და ეს უნდა მოხდეს მთელი საქართველოს მასშტაბით იმიტომ, რომ თუ ერთ ადგილას დაირღვა ფარულობა და შესაბამისად თავისუფალი ნება არ იყო გამოხატული ამომრჩევლის - ანუ, არჩევნები მოიპარა ივანიშვილმა ელექტრონული ხმის მიცემის წესით, ეს მოხდა ბუნებრივია ყველგან, მოხდა დანარჩენ საქართველოშიც.

სამწუხაროდ, მხოლოდ ერთ მოსამართლეს აღმოაჩნდა გამბედაობა და პროფესიონალიზმი იმისთვის, რომ ეთქვა სიმართლე.

თქვა კოალიცია ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამ დროისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორები "კოალიცია ცვლილებისთვის", "ძლიერი საქართველო" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არიან.

კომენტარები