რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 50 რუსული დრონი გაანადგურა

Pravda.ua

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 4 ნოემბრის ღამეს 50 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.

ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე 80 დრონით, ბალისტიკური და საავიაციო მართვადი რაკეტებით მიიტანეს იერიში.

საჰაერო თავდაცვის ცნობით ლოკაციურად დაკარგული 27 დრონი.

იერიშის მოგერიებაში ჩართული იყო საზენიტო სარაკეტო ჯარები, ავიაცია, რადიო ელექტრო ბრძოლის ქვედანაყოფები, უკრაინის შეიარაღებული და საჰაერო თავდაცვის ძალების მობილური ცეცხლის ჯგუფები.

დრონები კიევის, სუმის, ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევის, ჟიტომირის, ჩერკასისა და ჩერნიგოვის ოლქებში ჩამოაგდეს.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.

კომენტარები