აიშატ კადიროვა

რამზან კადიროვმა აიშატ კადიროვა ახმატ კადიროვის სახელობის მედლით დააჯილდოვა

ayshatkadyrova

ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უფროსმა ქალიშვილმა და რეგიონული მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ აიშატ კადიროვამ "ახმატ-ხაჯი კადიროვის ხსოვნის" მედალი მიიღო. ამის შესახებ ჩეჩნეთის ლიდერის ქალიშვილმა თავის ინსტაგრამზე დაწერა.

გამომცემლობა ЧГТРК Грозный-ის მიხედვით, კადიროვამ მედალი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ჩეჩნეთს შორის "კულტურული და მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებასთან დაკავშირებული პირადი დამსახურებისთვის" და უკრაინის ომში მონაწილე რუსი ჯარისკაცების "სულისკვეთების შენარჩუნებისთვის" მიიღო.

დაჯილდოების ცერემონიაზე გადაღებული ფოტოს აღწერაში კადიროვა წერს, რომ მისთვის ჩეჩნეთის მეთაურის ხელიდან მედლის მიღება "დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა".

კომენტარები