აიშატ კადიროვა

რამზან კადიროვის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცეპრემიერად დაინიშნა

რამზან კადიროვი შვილთან აიშატ კადიროვასთან ერთად
Yuga.ru

რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცეპრემიერი გახდა. ახალ ამბავს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი თავად ავრცელებს, მისი თქმით იდეა პრემიერმინისტრ მუსლიმ ხუჩიევს ეკუთვნის.

"მუსლიმ ხუჩიევის წინადადებას მხარი დავუჭირე. უპირობოდ აიშატ კადიროვამ ადგილობრივი კულტურის სამინისტროს გამართულად მუშაობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და დააგროვა უდიდესი გამოცდილება". – წერს საკუთარ Telegram არხში რამზან კადიროვი.

აიშატ კადიროვა 2021 წლის ოქტომბრიდან ჩეჩნეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. დღეიდან კულტურის სამინისტროს ყოფილი ვიცეპრემიერი მუსა დუდაევი უხელმძღვანელებს.

2020 წლამდე კადიროვა მოდის სახლ Firdaws ხელმძღვანელობდა, რომელიც დედამისს ეკუთვნის. მის დაქვემდებარებაში იყო ასევე ცნობილი კაფე გროზნოში სახელად Paris. 18 წლის ასაკში კადიროვამ გროზნოში ეროტიკული აქსესუარების მაღაზია გახსნა.

2023 წლის სექტემბერში ვლადიმირ პუტინმა აიშატ კადიროვა სამშობლოს წინაშე დამსახურების მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

კომენტარები