აშშ-ის 2024 წლის არჩევნები

დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისთან ინტერვიუს გამო CBS News-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა კამალა ჰარისთან ინტერვიუს გამო CBS-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. 

ყოფილი პრეზიდენტი ტელეკომპანიას ადანაშაულებს ინტერვიუს დროს ჰარისის პასუხების ისეთი ფორმით დამონტაჟებაში, რამაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. ბრალდება ეხება ოქტომბერში, კამალა ჰარისის მიერ გადაცემა "60 წუთისთვის" მიცემულ ინტერვიუს. 

ტრამპის საჩივარს CBS News-ი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი ბრალდებები უსაფუძვლოა. 

აღსანიშნავია, რომ გადაცემაში ასევე მიწვეული იყო დონალდ ტრამპი, თუმცა რესპუბლიკელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა შემოთავაზებაზე უარი თქვა. 

კომენტარები