სამეფო კარის თამაშები

Warner Bros. სამეფო კარის თამაშების ფილმს გადაიღებს – Hollywood Reporter

Southwest Festival via Vox

გამოცემა Hollywood Reporter თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კინოკომპანია Warner Bros. ცნობილი სერიალის, სამეფო კარის თამაშების კინოადაპტაციაზე მუშაობს.

Hollywood Reporter-ის თანახმად, პროექტი ჯერ საწყის ეტაპზეა და ფილმის რეჟისორი, მსახიობთა შემადგენლობა და სცენარისტი ჯერ არ განსაზღვრულა.

სამეფო კარის თამაშები ფენტეზი მწერლის, ჯორჯ რ.რ. მარტინის, წიგნების სერიის, ყინულისა და ცეცხლის სიმღერის ეკრანიზაციაა. პირველი სეზონის პრემიერია 2011 წელს შედგა, ბოლო სეზონი კი 2019 წელს დასრულდა.

თავდაპირველად, სამეფო კარის თამაშების სერიალის შემქმნელებს, დევიდ ბენიოფსა და დენ ვაისს შოუს დასრულება არა საბოლოო სეზონით, არამედ სამი ფილმით სურდათ, რასაც მარტინიც იზიარებდა. თუმცა, HBO ამ იდეას ეწინააღმდეგებოდა.

თუმცა, 2019 წლიდან დღემდე HBO-ს ხელმძღვანელობა შეიცვალა და კომპანიის დამოკიდებულება სერიალების საფუძველზე ფილმების გამოშვების შესახებაც უფრო დადებითი გახდა.

კომენტარები