სამეფო კარის თამაშები

HBO სამეფო კარის თამაშების პრიქველზე მუშაობის დაწყებას გეგმავს

cinemania

კომპანია HBO სამეფო კარის თამაშების პრიქველის საპილოტე ეპიზოდზე მუშაობის დაწყებას გეგმავს. პრიქველი ჯორჯ რ.რ. მარტინის წიგნის "Fire and Blood" მიხედვით შეიქმნება. მარტინი და რაიან კონდალი სერიალის სცენარზე ერთად მუშაობდნენ. 

შოუში მოქმედება სამეფო კარის თამაშებში მომხდარ ამბავზე 300 წლით ადრე განვითარდება. სიუჟეტის ცენტრში ტარგარიენების სახლი მოექცევა, რომელიც განწირულ ვალირიას მიატოვებენ.

შეგახსენებთ, რომ  მარტინი სამეფო კარის თამაშების სამყაროს გაფართოების რამდენიმე სხვა პროექტზეც მუშაობდა. უახლოეს მომავალში GOT-ის კიდევ ერთი სპინ-ოფი გამოვა, რომლის არაოფიციალური სახელია - "გრძელი ღამე". სერიალის სიუჟეტი ვესტეროსის ადრეულ ეპოქაზე მოგვითხრობს და მაყურებელს თეთრი მოხეტიალეების შესახებ ბევრ საიდუმლოსაც გაუმხელს. სერიალის გამოსვლის თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია. 

კომენტარები