ჯერ ეს ერთი, "ქართული ოცნება" და ვერც პარლამენტი, ან მთავრობა სიებს ვერც გამოაქვეყნებს, ვერც ვერაფერი. ეს არის ცესკო-ს სიები, ასე ვთქვათ, და მათი პრეროგატივა არის. სიები მათ აქვთ, სიები მათ სინამდვილეში აქვთ, არჩევნებამდე ყველა პარტია ითხოვს და მათ აქვთ მთლიანი სია ყველა ამომრჩევლის. ზეპირად იციან სიები და არანაირი პრეტენზია არცერთ სიასთან მათ არ ჰქონიათ. ახლა რა სია უნდათ, არ ვიცი, ვინ ვის მისცა ხმა ის სია უნდათ? ასეთი სია არ არსებობს. ამას ჰქვია ზუსტად ამომრჩეველზე ზეწოლა, თუკი ასეთი სია უნდათ ვინ მისცა ხმა ვის. არ ვიცი, საერთოდ რა სიებს გულისხმობენ არ ვიცი, გასულია
tbl.ge/6y8h
დაკოპირდა

უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის დასმულ კითხვას სიების გახსნასთან დაკავშირებით
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




